იენს სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან დეესკალაცია არ მომხდარა

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან დეესკალაცია არ მომხდარა

16-02-2022, 15:33 - 2022
601
       

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მხრიდან დეესკალაცია არ მომხდარა.

მისივე თქმით, მიესალმებიან, თუ  რუსეთი ნამდვილად დაიწყებს ძალების გაყვანას უკრაინის ტერიტორიებიდან.

„ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს რუსეთის მხრიდან დეესკალაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რასაც ისინი აკეთებენ. მივესალმებით, თუ ისინი [რუსები] ნამდვილად დაიწყებენ ძალების გაყვანას უკრაინის ტერიტორიებიდან. ისინი ყოველთვის გადააადგილებდნენ ძალებს წინ და უკან. ჩვენ ვხედავთ ძალების მოძრაობას, რაც არ ადასტურებს სამხედრო ძალების რეალურ გაყვანას. ბოლო კვირებისა და თვეების ტენდენცია რუსეთის შესაძლებლობების მუდმივი ზრდა უკრაინის საზღვრებთან ახლოს იყო. ასე რომ, რუსეთი ინარჩუნებს უკრაინაში სრულფასოვანი შეჭრის შესაძლებლობას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე “, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები