რუსეთმა ომსა და დიპლომატიას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს - მიშელი

რუსეთმა ომსა და დიპლომატიას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს - მიშელი

16-02-2022, 15:20 - 2022
480
       

ევროპის საბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთმა ომსა და დიპლომატიას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.

ევროკავშირის კანონმდებლებთან საუბრისას, მიშელმა თქვა, რომ რუსეთის „უპრეცედენტო სამხედრო ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა აჩვენა, რომ შესაძლოა, ღია იყოს დიპლომატიის მიმართ და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები დეესკალაციისკენ, რადგან ეს არის პირობა გულწრფელი პოლიტიკური დიალოგისთვის“, - თქვა მიშელმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები