უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ

უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ

16-02-2022, 14:31 - 2022
684
       

უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ.

ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ,  უკრაინის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

“ჩვენ ვართ განსხვავებულები, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული ნიჭის, განსხვავებული ცოდნის, ენების, რელიგიის, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთადერთი სურვილი - ვიცხოვროთ ბედნიერად ერთი ოჯახად, ბავშვებთან, მშობლებთან ერთად. და ჩვენ ამის სრული უფლება გვაქვს, რადგან საკუთარ სახლში ვართ, უკრაინაში ვართ და არავის ეყვარება ჩვენი სახლი ისე, როგორც - ჩვენ გვიყვარს. და არავის, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ერთად დავიცვათ ჩვენი სახლი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები