ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვას ავრცელებს

ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვას ავრცელებს
16-02-2022, 13:00 - 2022
1 459

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ყველა ჩვენგანის ერთობის დღე“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაერთიანდნენ ერთი სურვილით, რომ იცხოვრონ ოჯახებთან ერთად და ჰქონდეთ სიმშვიდე. მისი თქმით, უკრაინელ ხალხს ამის უფლება აქვს, რადგან ისინი სახლში - უკრაინაში არიან.

„დიდებული ქვეყნის დიდებულო ხალხო, დილა მშვიდობისა! დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ყველა ჩვენგანის ერთობის დღეს. ჩვენ ვართ განსხვავებულები, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული ნიჭის, განსხვავებული ცოდნის, ენების, რელიგიის, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთადერთი სურვილი - ვიცხოვროთ ბედნიერად ერთი ოჯახად, ბავშვებთან, მშობლებთან ერთად. და ჩვენ ამის სრული უფლება გვაქვს, რადგან საკუთარ სახლში ვართ, უკრაინაში ვართ და არავის ეყვარება ჩვენი სახლი ისე, როგორც - ჩვენ გვიყვარს. და არავის, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ერთად დავიცვათ ჩვენი სახლი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა