არსებული ინფორმაციით, აშშ-ის დელეგაციამ საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

არსებული ინფორმაციით, აშშ-ის დელეგაციამ საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

6-12-2022, 00:25 - 2022
1 397
       

„ინფორმაცია მაქვს, რომ ამერიკის დელეგაცია არც შეხვდა ქართულ დელეგაციას ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ 

ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამის მიზეზი იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან სავარაუდო პროვოკაცია ომში ჩართვაზე.

„ამ 10 წლის განმავლობაში, რომლითაც პრო რუსები ასე ამაყობენ, 57 მლნ კვადრატული მეტრი დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიის, 2 სოხუმის და 7 ცხინვალის ზომის ტერიტორია დავკარგეთ მცოცავი ოკუპაციით. გვყავს დაღუპულები, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ამისთვის იბრძვიან? საზღვარს არ კეტავენ, სანქციებზეა საუბარი, ამას გვეუბნებიან, რომ ეს არის მშვიდობა? ტერიტორიულ მთლიანობაზე როგორ ლაპარაკობენ? ბიჭვინთას იფორმებს რუსეთი და ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ. რაც უფრო სიღრმეში უწვებიან რუსეთს, მით უფრო ახალ ახალ პუნქტებს ხსნის. ეს არის ჩმორობის პოლიტიკა და ქართველი ერი ჩმორი და ლაჩარი არასდროს ყოფილა და არც იქნება, ამ ჩმორებს და ლაჩრებს კი, რომლებიც თავზე მოგვაჯდნენ აუცილებლად მოვიშორებთ ძლიერ, ამაყ საქართველოს ავაშენებთ, სადაც იქნება მშვიდობა. მე მჭირდება მშვიდობა გარანტირებული ნატოს და ევროკავშრის მიერ. ინფორმაცია მაქვს, რომ ამერიკის დელეგაცია არც შეხვდა ქართულ დელეგაციას ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე და შეუთვალეს, რომ რატომ უნდა შეგხვდეთ, რაზე უნდა გელაპარაკოთ, მერე რომ ჩვენი შეხვედრა გამოიყენოთ და ომში ჩართვაში დაგვადანაშაულოთო?“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები