უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი რუსი ოლიგარქი მიხეილ ფრიდმანი დააკავა.
მედიის ინფორმაციით, ის 1 -ელ დეკემბერს, ლონდონში, საკუთარ სახლში დააკავეს. სახლის ჩხრეკისას ამიღებულია ციფრული მოწყობილობები და რაოდენობით თანხა ნაღდი ფულის სახით.
ფრიდმანთან ერთად, ბრიტანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს 35 წლის მამაკაცი, რომელიც მასთან მუშაობდა და სამართალდამცველების მისვლის შემდეგ, ნაღდი ფულით სავსე ჩანთით, გაქცევა სცადა. დააკავეს კიდევ ერთი პირი, 39 წლის კაცი, რომელიც ასევე ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა სამართალდამცველებმა სამივე მათგანი დაკითხეს და მოგვიანებით, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, ფრიდმანი IDS Borjomi International-ის თანამფლობელია.