ხაშურში მოსკოვის ქუჩას სახელს ვერ არქმევენ, რადგან ქუჩაზე ცხოვრობს ოჯახი, რომელსაც ჰგონია, რომ ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ომი მოჰყვება.
ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია „მოზაიკა“ ავრცელებს.
გამოცემასთან, „ენმ“-ს წევრი ეკატერინე პაპუაშვილი საუბრობს და ამბობს, რომ მათმა პარტიამ ამ ქუჩის მაცხოვრებლები პირადად გამოკითხა, ერთი ოჯახი კი აღმოჩდა, ვისაც არ უნდოდა ქუჩას სახელი შეცვლოდა.
„ამ ქუჩის მცხოვრებლებიც გამოვკითხეთ და მხოლოდ ერთი ოჯახი აღმოჩდა, ვისაც არ უნდოდა, რომ ქუჩას სახელი შეცვლოდა. როდესაც მიზეზი ვკითხეთ, ასეთი პასუხი გაგვცა, ჩვენ,რომ ეხლა ამ ქუჩას სახელი შევუცვალოთ, პუტინი პირველ ბომბებს ამ ქუჩაზე ჩამოყრისო“, - თქვა პაპუაშვილმა.