მოსალოდნელი სანქციები რუსეთს - სენატორებმა კონგრესში ახალი კანონპროექტი წარადგინეს

მოსალოდნელი სანქციები რუსეთს - სენატორებმა კონგრესში ახალი კანონპროექტი წარადგინეს

16-02-2022, 10:17 - 2022
716
       

აშშ-ის კონგრესში, რესპუბლიკელმა სენატორებმა რუსეთის წინააღმდეგ მისი უკრაინაში სამხედრო შეჭრის შესაჩერებლად, სანქციების საკანონმდებლო პაკეტი წარმოადგინეს.

კანონპროექტს, რომელსაც „ევროპის ტერიტორიის არასდროს დათმობა“ ჰქვია, ხელს 33 რესპუბლიკელი სენატორი აწერს. სანქციების პაკეტი ითვალისწინებს შემდეგ პუნქტებს:

1. ჩრდილოეთის ნაკადი 2 პროექტის დაუყოვნებლივ შეჩერებას და აწესებს პროექტის მიმართ სანქციების მოხსნის შესაძლებლობის ანულირებას თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება;

2. პუტინს უგზავნის მკაფიო და შემაკავებელ მესიჯს, რომ თუ უკრაინაში რუსეთი კიდევ ერთხელ შეჭრება, ეს გამოიწვევს უზარმაზარ ფინანსურ შედეგებს რუსეთის ეკონომიკისათვის, მათ შორის დაწესდება სანქციები რუსული ბანკების წინააღმდეგ და მეორადი სანქციები იმ ბანკებისათვის, რომლებიც უკვე სანქცირებულ ბანკებთან გააგრძელებენ ურთიერთობას; პუტინის მოკავშირებიისა და ბანკების მიმართ ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრება იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს პუტინის მიერ ამ ქმედებისათვის მძიმე ფასის გადახდა, რაც ასევე მოიცავს ჰიბრიდული თავდასხმების შემთხვევასაც;

3. მხარდაჭერას აღუთქვამს უკრაინას რუსეთის შეჭრამდე, ომის დროს და ომის შემდეგ;

4. გამოყოფს 500 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს უკრაინისთვის, რაც მოიცავს 250 მილიონს გადაუდებელი დახმარებისთვის და 100 მილიონს კრიტიკული სამხედრო აღჭურვლიობისთვის როგორებიცაა საჰაერო თავდაცვა, ჯავშანტექნიკა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობები;

5. ქმნის უკრაინის წინააღმდეგობის ახალ ფონდს, რათა დაეხმაროს უკრაინას წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მიერ მიტაცებული ნებისმიერი ახალი ტერიტორიის ოკუპაციის ან დამორჩილების მცდელობებს, ამავდროულად პუტინს გაუგზავნის მკაფიო მესიჯს, რომ მისი სამხედროები გადაიხდიან ფასს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიის მიტაცებისთვის;

6. აჩქარებს კონგრესში, უკრაინისთვის იარაღის მიყიდვისა და უსაფრთხოების დახმარებაზე საკომიტეტო განხილვებს;

7. ეწინააღმდეგება რუსეთის მავნე გავლენას და აგრესიას მთელ ევროპაში;

8. აორმაგებს აშშ-ის სამხედრო წვრთნების დაფინანსებას ევროპაში;

9. ქმნის სახელმწიფო დეპარტამენტის უცხოური სამხედრო დამხრების ახალ პროგრამას აღმოსავლეთ ევროპისთვის, რათა დაეხმაროს ევროპელ მოკავშირეებს გააძლიერონ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები