გერმანიის კანცლერი - რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება პოლიტიკური კატასტროფა იქნება

გერმანიის კანცლერი - რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება პოლიტიკური კატასტროფა იქნება

15-02-2022, 19:51 - 2022
604
       

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის მიერ ე.წ. LDNR-ის შესაძლო აღიარებას პოლიტიკური კატასტროფა უწოდა.

შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება მინსკის პროცესის დარღვევა იქნება.

„სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილება თუ რეალობად იქცა, ეს მინსკის პროცესის დარღვევა და პოლიტიკური კატასტროფა იქნება“, - აღნიშნა შოლცმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა უკრაინულმა მხარემ. უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები