ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას პასუხობს - განცხადება

ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას პასუხობს - განცხადება

28-11-2022, 19:27 - 2022
546
       

ნიკა მელიას განცხადებას, რომ არ დაუშვებს ენმ-ში არაფორმალური  გავლენების გაძლიერებას,  მისი თანაპარტიელი და კონკურენტი, ლევან ხაბეიშვილი პასუხობს.


ის ამბობს, რომ ოთახიდან ნიკა მელია მობილიზაციას ვერ დაგეგმავს.

"არჩევნები თურმე იყო უდროო, არჩევნების დროს ჩვენ ვხვდებით მოქალაქეებს,  შევხვდი მოქალაქეებს რუსთავში, გორში და ველაპარაკები, ველაპარაკები შიდა არჩევნების გარდა მობილიზაციის დაწყებაზე, ოთახიდან ნიკა მელია ვერ დაგეგმავს და ვერც მობილიზაციას ვერ გააკეთებს. ოთახიდან დაგეგმილი რიგგარეშე არჩევნები ნიკა მელიასი ჩვენ ვნახეთ, ამიტომ მე ნიკასაც მოვუწოდებ რომ მეტი იაროს რაიონებში. 

როდესაც საუბარი კონკრეტულ სიბინძურეებზე, მათ შორის, ახლაც  არ გაუკეთებია განცხადება, რომ ფარდას ახდის. ნიკა მელია პარტიის ხელმძღვანელია და ამბობს რომ მისსავე პარტიას ახდის ფარდას. უკაცრავად, მაგრამ მე მგონია, რომ სხვა მტერი გვყავს ჩვენ და მე დაკავებული ვარ ფარდა ავხადო ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას და არა პარტიის შიგნით ვეძებო ვიღაცების პრობლემები", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები