მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ გერმანია რუსეთის მთავარი პარტნიორია. მისი თქმით, რუსეთი და გერმანია ისეთ სფეროშიც თანამშრომლობენ, როგორიცაა ენერგეტიკა.
გარდა ამისა, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს ომი არ სურს და მზადაა, მოლაპარაკებებისთვის.
„რუსეთს არ უნდა ომი და მზად არის მოლაპარაკების პროცესის დაწყებისთვის, თუმცა ამ შემოთავაზებას ჯერჯერობით კონსტრუქციული პასუხი არ მოჰყოლია“, - განაცხადა პუტინმა.