დედაოზე ძალადობაში ანრი ოხანაშვილიც ტელევიზიების ბრალეულობას ხედავს

დედაოზე ძალადობაში ანრი ოხანაშვილიც ტელევიზიების ბრალეულობას ხედავს

28-11-2022, 18:04 - 2022
498
       

უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

საპატრიარქოს მსგავსად ოხანაშვილიც ტელევიზიების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

"თქვენ ძალიან კარგად ხვდებით, მედიას რა წილი პასუხისმგებლობა აქვს კონკრეტული სიუჟეტების გაშუქებაში და ასე შემდგომ. 

მე ვერ შევალ ამ მსჯელობაში, საპატრიარქომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და ეს მათი პოზიციაა, რაც შეეხება მედიას, საზოგადოებას, საკანონმდებლო ორგანოს, უწყებებს, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. 

თქვენც გაქვთ წესები, იცით ეს რა წესებზეა საუბარი და ყველა ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვმოქმედებთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები