შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

28-11-2022, 16:25 - 2022
480
       

უკრაინის დედაქალაქ კიევში ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთად ჩავიდნენ. 


გამოცემა Европейская правда წერს, რომ ერთობლივი ვიზიტის დეტალები ჯერ ცნობილი არაა. 

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე გამოაქვეყნა ფოტო მიხაილოვსკაიას მოედნიდან, განადგურებული რუსული ტექნიკის ფონზე.

"ჩვენ, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს ვართ კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. რუსული რაკეტების "წვიმის" და ბარბაროსული სისასტიკის მიუხედავად, უკრაინა გაიმარჯვებს", - წერს ედგარს რინკევიჩსი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები