საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.
მან განაცხადა, რომ ფემიციდის წინააღმდეგ კანონი უნდა გამკაცრდეს.
"ჩვენი სოციალური პრობლემებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია, რომელიც არსებობს დღეს და ამას უნდა მივხედოთ, არა მხოლოდ განცხადებებით და სიტყვიერად, არამედ კანონმდებლობით.
საჭიროა, მიღებულ იქნას ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაადგენს ამის კრიმინალიზაციას, რომ ამ კუთხით უკვე ნამდვილად პრევენციული ზომები იქნება მიღებული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.