უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსული სარაკეტო იერიშების შემდეგ მოლდოვის ტერიტორიის ნახევარს ელექტროენერგია შეუწყდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.
„ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ რეჟიმს, რომელიც სიბნელესა და სიცივეში გვტოვებს, რომელიც განზრახ კლავს ადამიანებს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა ხალხები გაჭირვებაში და დამცირებული ამყოფოს. რაც არ უნდა რთული იყოს ახლა, ჩვენი ერთადერთი გზა, მოლდოვას მომავალი გზა თავისუფალი სამყაროს მიმართულებით უნდა იყოს“, - წერს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ.