„უწმინდესობავ გისურვებთ, მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა“ - ილია II რუსეთის პატრიარქს

„უწმინდესობავ გისურვებთ, მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა“ - ილია II რუსეთის პატრიარქს

22-11-2022, 23:38 - 2022
752
       

საქართველოს პატრიარქმა, ილია II-მ რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადების დღე მიულოცა.
 
პატრიაქრმა კირილეს „ამ რთულ დროში ყველა ღვთაებრივი სიკეთე“ უსურვა. მილოცვის წერილს რუსეთის საპატრიარქო აქვეყნებს.
 
მის უწმინდესობას კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ!
ქრისტეში სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს!
ამ რთულ დროში გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის.
უფალმა დაგიცვათ თქვენ და თქვენი სამწყსო! ქრისტესმიერი სიყვარულით
“, - ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
 
აღსანიშნავია, რომ ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქს დაბადების დღე 9 მართლმადიდებელი პატრიარქიდან მხოლოდ ორმა, საქართველოსა და იერუსალიმის პატრიარქებმა მიულოცეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები