კენიამ ივანიშვილს „სანქციები“ დაუწესა - ოფიციალური განცხადება

კენიამ ივანიშვილს „სანქციები“ დაუწესა - ოფიციალური განცხადება
22-11-2022, 18:55 - 2022
1 362

კენიის სასამართლომ ქვეყნიდან 100 წლოვანი ხეების ამოთხრა და ტრანსპორტირება უკანონოდ სცნო. 
 
სასამართლოს დადგენილებით, ყველა ამოთხრილი ხის ტრანსპორტირება შეწყდა, ასევე შეჩერდა სხვა ხეების ამოთხრის პროცესი და გადამზიდ კომპანიას ლიცენზია შეუჩერდა.
 
ეს არის მთელი აფრიკის ბაობაბის მწარმოებელთა ასოციაცია. ჩვენი მიზანია, სარგებელი მოვუტანოთ აფრიკაში სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, რადგან ბაობაბის ნაყოფი საკვებში გამოიყენება, თესლი კი ზეთის წარმოებისთვის. ამიტომ, მე ვთვლი, რომ კენიის მთავრობის გადაწყვეტილება ბაობაბის საქართველოში ექსპორტის აკრძალვის თაობაზე, სწორია. ჩემი აზრით, ადგილობრივი საზოგადოება არ იქნა სათანადოდ ინფორმირებული ამ ხეების ამოძირკვის შესახებ და არც მათი ფინანსური სარგებელი იქნა გათვალისწინებული. გარდა ამისა, მე არ მჯერა, რომ მთლიანი ბაობაბი შეიძლება ამოძირკვო და გადაიტანო კენიიდან საქართველოში ისე, რომ ხე არ გახმეს და გადარჩეს.
 
ეს ეხება არა მხოლოდ ბაობაბს, არამედ ნებისმიერ ხეს, ამიტომ ვერ წარმომიდგენია, როგორ არის შესაძლებელი მსგავსი რამ. მე ვთვლი, რომ კენიის მთავრობის გადაწყვეტილება არის დიდი გამარჯვება კენიელი ხალხისთვის და ასევე კენიის ბიომრავალფეროვნებისთვის. ვფიქრობ, ეს აგზავნის ძალიან ძლიერ სიგნალს, რომ კენიის ბიომრავალფეროვნება არ შეიძლება უბრალოდ აიღო და გაყიდო ისე, რომ კენიელმა ხალხმა სარგებელი ვერ ნახოს. არ შეიძლება, რომელიმე უცხოელი ჩამოვიდეს, ფული გადაუხადოს რომელიმე ოფიციალურ პირს და როგორც სურს, ისე გამოიყენოს კენიის მემკვიდრეობა.
 
ასევე ვფიქრობ, რომ უფრო ფართო გაგებით ეს აგზავნის ძლიერ სიგნალს ნაგოიას პროტოკოლის მნიშვნელობის შესახებ, ასევე საერთაშორისო წესების შესახებ, რომლებიც კრძალავს ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ბიომრავალფეროვნების მოპარვას. ამიტომ, მე მიხარია, რომ კენიის მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადა კიდეც. მათ ასევე პირობა დადეს, რომ გამოიძიებენ ადგილობრივი ოფიციალური პირების ქმედებებს. გარდა ამისა, ეს არის მოქალაქეების გამარჯვება როგორც კენიაში, ასევე საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება
“, - ამბობს აფრიკის ბაობაბების ასოციაციის თავმჯდომარე ჯუს ლე ბრეტონი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა