უკრაინის უმაღლესმა რადამ მიმართა გაერო-ს, ევროკომისიას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს თვითგამოცხადებული ერთეულების დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარონ.
რადას ამ მიმართვას მხარი 331-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა. დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, უმაღლესი რადა კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის აღიარების ნებისმიერ მცდელობას. ამდენად, უკრაინის პარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რუსეთის ფედერაციის შესაძლო გადაწყვეტილებები არ აღიაროს.
გარდა ამისა, უმაღლესი რადა მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაადასტურონ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი ხელშეუხებლობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.