რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

15-02-2022, 17:13 - 2022
665
       

რუსეთის დუმამ პლენარულ სხდომაზე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, დე ფაქტოსა და დე იურეს აღიარება უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად საფუძველს შექმნის.

„დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ დე ფაქტოსა და დე იურეს აღიარება შექმნის საფუძველს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და რესპუბლიკების მაცხოვრებლების გარე საფრთხეებისგან დასაცავად, ასევე საერთაშორისო მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა მან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები