ოკუპანტების ახალი საგუშაგოები და СССР დროშები ქართულ მიწებზე

ოკუპანტების ახალი საგუშაგოები და СССР დროშები ქართულ მიწებზე

16-11-2022, 19:52 - 2022
602
       

შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა სამი ახალი საგუშაგო მოაწყვეს.


ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ისაუბრა. ახალი საგუშაგოები გამოჩნდა სოფლებში: ჩორჩანაში, ქვემო იკორთაში და ორჭოსანაში. 

ოკუპანტებმა უკანონო ინსტალაციებზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დროშასთან ერთად, საბჭოთა კავშირის დროშაც აღმართეს.

"რუსი ოკუპანტები დღეს კვლავ გამოჩნდნენ საკორინთლოში. ისინი კვლავ აწარმოებდნენ გაწმენდით სამუშაოებს. ჯერ-ჯერობით მათი საბოლოო მიზანი დადგენილი არ არის, თუმცა ჩვენი ვარაუდით ეს ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ ოკუპანტებმა აქ სათვალთვალო კოშკურა დადგან ან რაიმე სხვა ტიპის ნაგებობა. ასე, რომ რუსული ოკუპაცია არ ჩერდება," - განაცხადა დავით ქაცარავამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები