ტრამპის პარტია ბაიდენის პარტიას ამარცხებს - ბოლო მონაცემები

ტრამპის პარტია ბაიდენის პარტიას ამარცხებს - ბოლო მონაცემები

10-11-2022, 08:42 - 2022
665
       

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ. 


აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი ისევ მიმდინარეობს.

CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 207 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 184 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.

რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ ჯერჯერობით თანაბარი, 48-48 ადგილი აქვთ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები