კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება

კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება

9-11-2022, 17:11 - 2022
476
       

ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდსტატისტიკას აღარ გამოაქვეყნებს.
 
როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
 
„კოვიდთან დაკავშირებულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაამუშავებს რუტინული სტატისტიკური ანგარიშგების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებს კი საჯარო წესით გაუზიარებს“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
 
შეგახსენებთ, კოვიდსტატისტიკა მაისიდან კვირაში ერთხელ ქვეყნდებოდა. ბოლოს კი, ოქტომბრის დასაწყისში, ერთი თვის მონაცემები გამოქვეყნდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები