აშშ-ის კონგრესის არჩევნები დასრულდა - შედეგები ამ დროისთვის

აშშ-ის კონგრესის არჩევნები დასრულდა - შედეგები ამ დროისთვის

9-11-2022, 11:35 - 2022
502
       

აშშ-ში 8 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.


წინასწარი მონაცემებით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ. 

ამ დროისთვის დადასტურებულია 195 რესპუბლიკელისა და 168 დემოკრატის გამარჯვება.

435-წევრიან წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიებს სულ მცირე 218 ადგილი სჭირდებათ. 


ამერიკელებმა აირჩიეს 100-დან 93 წევრი სენატშიც. აქ  რესპუბლიკელებს მცირე უპირატესობა აქვთ. რესპუბლიკელები 47, დემოკრატები - 46.

„თუ დავკარგავთ  სენატსა და წარმომადგენლობით პალატას, წინ საშინელი ორი წელი გველოდება. კარგი ამბავი ის არის, რომ მე ვეტოს გამოყენების შესაძლებლობა მექნება", -ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩიკაგოში განაცხადა.

ცნობისთვის, ამჟამად, წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები