თურქეთმა რუსული სამხედრო გემები შავ ზღვაში არ შეუშვა

თურქეთმა რუსული სამხედრო გემები შავ ზღვაში არ შეუშვა

7-11-2022, 14:58 - 2022
742
       

თებერვლის დასაწყისიდან რუსეთის ფლოტის გემები თურქეთის ხელისუფლებისგან ბოსფორის გადაკვეთის ნებართვას ელოდებოდნენ შავ ზღვაში შესვლისთვის, მაგრამ ანკარამ მათ ამის უფლება არ მისცა. 


ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, ანდრეი კლიმენკო ავრცელებს.

ხომალდები ვლადივოსტოკში ბრუნდებიან.

გემები, კერძოდ წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო კრეისერი "ვარიაგი" და დიდი წყალქვეშა ხომალდი "ადმირალ ტრიბუტსი", 6 ნოემბერს, სინგაპურის სრუტეში, ვლადივოსტოკის ბაზისკენ მიმავალ საზღვაო ტრაექტორიაზე დააფიქსირეს.

კლიმენკოს ინფორმაციით, ხომალდები ხმელთაშუა ზღვაში 2 თებერვლიდან იდგნენ და შავ ზღვაში გასასვლელად ემზადებოდნენ უკრაინაზე თავდასხმისთვის.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები