რეჟისორი ქეთი დოლიძე BMG-თან ინტერვიუში ხელოვნების საერთაშორისო „ფესტივალის“ დაფინანსების შესახებ ესაუბრა.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ საიუბილეო 25-ე წლისთავზე, ფესტივალს კულტურის სამინისტროსგან დაფინანსება 800 000 ლარიდან 230 00 ლარამდე შეუმცირდა.
ქეთი დოლიძე ამბობს, რომ ღარიობაშვილთან შეხვედრას გეგმავს.
„დამთავრდეს ეს ფესტივალი და მე მექნება რამდენიმე ძალიან მკაცრი შეკითხვა, რაზეც უნდა მივიღო პასუხი. ყველაზე მთავარი არის სირცხვილი და იმიჯი შენი ქვეყნის. აქ უკვე კონკრეტულ ადამიანებზეა ლაპარაკი, რასაც აუცილებლად მოვახსენებ პრემიერ-მინისტრს. კულტურის სამინისტროსთან მე არაფერს აღარ გავარკვევ, ჩემი პირველი მიზანი არის, რომ დაველაპარაკო ირაკლი ღარიბაშვილს. მგონია, რომ 25 წლით და ჩემი ბიოგრაფიით დავიმსახურე, რომ როცა მინდა შეხვედრა, შევხვდე. ჯერ კიდევ მაქვს ირაკლი ღარიბაშვილის იმედი. კულტურის მინისტრის იმედი არ მაქვს“, - ამბობს რეჟისორი.
ცნობისთვის, BMG წერს, რომ: მიმდინარე წლის გაზაფხულზე კულტურის სამინისტრომ საერთაშორისო ფესტივალები და მასტერკლასები კონკურსის საფუძველზე დააფინანსა.
ჟიურიმ 10 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა და მათ დასაფინანსებლად 500 000 ლარი გამოყო. გამარჯვებულთა შორის იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, რომელიც წელს 230 000 ლარით დაფინანსდა.