დღეს დილით ქართველი ფეხბურთელი და იტალიური „ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გაქურდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას GeoTeam ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კვარაცხელია საცხოვრებელი სახლიდან მოპარულია ავტომობილი. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.
ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.