აშშ თავის მოქალაქეებს ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს

აშშ თავის მოქალაქეებს ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს

15-02-2022, 10:42 - 2022
536
       

ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოქალაქეებს ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტი ცნობით, უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო აქტიურობის ზრდის გამო, აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან ბელარუსში ან აპირებენ გამგზავრებას, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია.

გარდა ამისა, ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავების რეკომენდაციის მიზეზებს შორის დეპარლამენტი ასახელებს ქვეყანაში კანონის თვითნებურად აღსრულებისა და დაკავების საფრთხეს, ასევე კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

ცნობისთვის, 10 თებერვალს რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები