მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ Instagram-ზე წვდომა შეეზღუდათ - ანგარიშებზე წვდომა შეჩერდა.
მათ უმეტესობას მიუვიდა შეტყობინება წესების დარღვევასთან დაკავშირებით, რასაც მათი შეზღუდვა მოჰყვა.
მომხმარებლების უმეტესობა წერს, რომ წესები არ დაურღვევიათ და არ აქვთ ინფორმაცია, რასთან დაკავშირებით გაუუქმდათ ანგარიში.
ანგარიშების მასობრივად გაუქმება დადასტურდა Instagram-ის ოფიციალურ განცხადებაში. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მუშაობენ.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ თქვენგანს პრობლემა გაქვთ თქვენს Instagram-ექაუნთზე წვდომასთან დაკავშრებით. ჩვენ ამას ვიკვლევთ და ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის", - წერია განცხადებაში.