ცნობილი გახდა ქართველი მებრძოლის ვინაობა, რომელიც უკრაინაში დაიღუპა

ცნობილი გახდა ქართველი მებრძოლის ვინაობა, რომელიც უკრაინაში დაიღუპა

30-10-2022, 23:48 - 2022
684
       

უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი 40 წლის გურგენ (გუგა) გაგნიძეა. 


ის ბახმუტთან კონტაქტური ბრძოლის დროს მაშინ დაიღუპა, როცა ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა. ჯგუფი "ვაგნერელების" ჩასაფრებაში მოჰყვა.

ცნობილია, რომ ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა, ოცმეთაური იყო და არაერთ ოპერაციაში მონაწილეობდა.

გურგენ გაგნიძე 23-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები