საპატრიარქო ჟურნალისტებს რეგულაციებს უწესებს

საპატრიარქო ჟურნალისტებს რეგულაციებს უწესებს

28-10-2022, 19:44 - 2022
369
       

საპატრიარქო ჟურნალისტებს რეგულაციებს უწესებს. 


საგანგებო ბრიფინგზე ანდრია ჯაღმაიძემ დღეს განაცხადა, რომ საპატრიარქო საკუთრების უფლებას გამოიყენებს და ჟურნალისტებს დიდ დღესასწაულებზე მხოლოდ მათთვის განკუთვნილი ადგილის დაკავების უფლება ექნებათ, გააკონტროლებენ მათ ქცევებს და რიგ შემთხვევებში მოსთხოვენ შესაბამის აკრედიტაციებს

"ყველასთვის ცნობილია, რომ სხვა ნებისმიერ უწყებაში, ან დიდ ღონისძიებაზე ჟურნალისტები დგებიან იქ, სადაც გამოყოფილია მათთვის შესაბამისი სივრცე. ამის უფლება აქვს იმ უწყებას, რომელიც ამ სივრცის მესაკუთრე ან მფლობელია. ამავე დროს, ყველა ტაძრის უმთავრესი დანიშნულება პირველ რიგში, საღვთო მსახურების აღსრულების უზრუნველყოფაა. შესაბამისად, ჟურნალისტური საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს  იმ აუცილებლობის მიხედვით, რაც შეუფერხებელ საღვთო მსახურებასა და მსახურებისათვის აუცილებელი გარემოს შექმნას გულისხმობს...

საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით, ვისარგებლოთ მსგავსად სხვა უწყებებისა  თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც გამომდინარე საჭიროებიდან, ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები