რუსთავში 4 წლის ბავშვს ავტობუსი დაეჯახა - არასრულწლოვანი დაიღუპა

რუსთავში 4 წლის ბავშვს ავტობუსი დაეჯახა - არასრულწლოვანი დაიღუპა

28-10-2022, 11:35 - 2022
446
       

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მშენებელთა ქუჩაზე, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მცირეწლოვან ბავშვს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.

მცირეწლოვანი ადგილზე მყოფმა პირებმა საკუთარი ავტომობილით, გარდაბანში "ჯეო-ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, თუმცა ექიმის ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს წარმომადგენლები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები