სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ვაკის პარკის შადრევნის ექსპერტიზა დაასრულა.
დასკვნის თანახმად, შადრევანში გაწყვეტილია და გადაჭრილია ელექტროკაბელები, რომლებიც შემდეგ ჩვეულებრივი საიზოლაციო ლენტით იყო გადამბული.
დამიწების სისტემა არ არსებობდა და წყალში ჩაძირული ელექტრო მოწყობილობები დამცავი გარსის გარეშე იყო.
ეს მხოლოდ მინიმალური ჩამონათვალია იმ დარღვევებისა, რომლებიც სამხარაულის ექსპერტებმა ვაკის პარკის აუზში დააფისირეს.
ოფიციალური დოკუმენტი დღეს მედიისთვის გახდა ხელმისაწვდომი და ეს დასკვნა ადასტურებს, რამდენად უხარისხოდ შესრულდა სამუშაოები.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება და სამხარაულის დასკვნა ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქმის დასრულებაში.