ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობას და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას არ აპირებს.
ჯონსონის თქმით, მას 102 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდა, რაც პარტიის თავმჯდომარეობისთვის საკმარისზე მეტია.
„კარგი შანსია, რომ კონსერვატიული პარტიის წევრებთან ერთად არჩევნებში წარმატებას მივაღწიო და პარასკევს მართლაც დავბრუნდე დაუნინგ სტრიტზე. თუმცა, ბოლო დღეებში მივედი დასკვნამდე, რომ ეს ქმედება ჩემი მხრიდან უბრალოდ არასწორი იქნება - ეფექტურ მართვას ვერ შეძლებ, თუ პარლამენტში გაერთიანებული პარტია არ გეყოლება“, - განაცხადა ჯონსონმა.