ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები დაასანქცირეს - იხილეთ სია

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები დაასანქცირეს - იხილეთ სია

20-10-2022, 17:24 - 2022
982
       

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთევან ხარაიძე და დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა.


პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

პერსონალურ სანქცირებულთა სია 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის რომან აბრამოვიჩი და სხვა ცნობილი რუსი ოლიგარქები.

სიაში ასევე მოხვდნენ ალინა კაბაევა და რუსი ოფიციალური პირებისა და პროპაგანდისტების შვილები.

პრეზიდენტის ბრძანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების ინფორმირება სანქციების გამოყენების შესახებ და მათ წინაშე მსგავსი შემზღუდველი ზომების შემოღების საკითხის განხილვა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები