დიდი ბრიტანეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი გადადგა.
ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
"მე ვაღიარებ... სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე მანდატის განხორციელება, რომლითაც მე ამირჩა კონსერვატიულმა პარტიამ", - განაცხადა ლიზ ტრასმ სიტყვით გამოსვლის დროს.
შეგახსნებეთ, რომ ტრასი პრემიერ-მინისტრად 5 სექტემბერს აირჩიეს.