უკრაინის საგარეო უწყება ბრიტანეთში უკრაინის ელჩის განცხადებას ეხმაურება

უკრაინის საგარეო უწყება ბრიტანეთში უკრაინის ელჩის განცხადებას ეხმაურება

14-02-2022, 16:52 - 2022
602
       

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, უკრაინას შეუძლია ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას, თუ ამას გარემოებები მოითხოვს.

მისი თქმით, უკრაინა შეიძლება იძულებული გახდეს დათმობებზე წავიდეს.

„ჩვენ შეგვეძლო. თქვენ მართალი ხართ, ასე წერია ჩვენს კონსტიტუციაში. ახლა ნაწილობრივ ვეწინააღმდეგები იმ ძირითად დოკუმენტს, რაც გვაქვს. ჩვენ მოქნილები ვართ, როდესაც ვცდილობთ, ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი. ჩვენ თუ მოგვიწევს რაიმე მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლა, ეს არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. უდავოდ“, – განაცხადა პრისტაიკომ.

პრისტაიკოს ამ განცხადებას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და საგარეო უწყებებმა კონტექსტიდან ამოღებული უწოდეს.

„დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს სიტყვები, თითქოს უკრაინა მზად არის, განიხილოს ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა რუსეთთან ომის თავიდან ასარიდებლად, კონტექსტიდან ამოღებულია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები