„ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საუბრობს.
მისი განცხადებით, ქართველი ოლიგარქი სანქციების სიაში უნდა იყოს.
„რა თქმა უნდა, არის გარკვეული მტკიცებულებები, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამრომლობს რუსეთთან. ის დაინტერესებულია ბიზნესკომუნიკაციასთან, ნედლეულის სფეროშიც, გაზის სფეროშიც...
რა თქმა უნდა, ის შედის იმ ხალხის სიაში, რომლის სანქცირებასაც გამოვაცხადებთ, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთანაც. ვთვლით, რომ ყველა ის ბიზესმენი, რომელიც აქტიურად მუშაობს რუსეთთან ნედლეულის მიმართულებით, აუცილებლად სანქციების სიაში უნდა იყვნენ.
ჩვენი პარტნიორებისთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან ნათელია ის, რაც ბატონ ივანიშვილს ეხება, მაგრამ ეს საქართველოს სახელმწიფოს არჩევანია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.