პუტინმა დასავლეთის სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ჟურავლიოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ ჟურავლიოვს გენერალ-ლეიტენანტი, რომან ბერდნიკოვი შეცვლის.
თუმცა, ცვლილებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებს.
ცნობისთვის, დასავლეთის სამხედრო ოლქი იმ ხუთიდან ერთ-ერთია, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აერთიანებს.
რუსეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში წარუმატებლობასა და უკრაინის მიერ ლიმანის აღებაში პასუხისმგებლობას გენერალ-პოლკოვნიკ ჟურავლიოვს აკისრებდნენ.