ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი დუმილს არღვევს

ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი დუმილს არღვევს
2-10-2022, 02:01 - 2022
1 980

მეუღლის ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დუმილს არღვევს.

ქართველი ჩოგბურთელი მისი მეუღლის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო მასალაზე საუბრობს, სადაც დოროყაშვილის ტირილი და ხმა ისმის.

წლების განმავლობაში დარიგებული იყო არასამთავრობიებისგან რა სიტყვა ეთქვა ვიდეოში, რომ ეფექტური ყოფილიყო. ვიდეოს მომიშვერდა რატომ მცემო, ეს იყო დაგეგმილი წლების განმავლობაში, რომ ეფექტური ყოფილიყო“, - განაცხადა ბასილაშვილმა პროცესზე.

შეგახსენებთ, რომ დოროყაშვილი-ბასილაშვილის სასამართლოზე დოროყაშვილმა წარადგინა ვიდეო მტკიცებულები.

ერთ-ერთი ვიდეო აშშ-ში არის გადაღებული, სასტუმროს ოთახში, სადაც დოროყაშვილის ტირილი და ხმა ისმის. ვიდეოში დოროყაშვილი ბასილაშვილს ეკითხება თუ რატომ სცემს მას და ამას არ აპატიებს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა