უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს

უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს

30-09-2022, 22:13 - 2022
465
       

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს.

განცხადება ზელენსკიმ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

დე ფაქტო ჩვენ უკვე ავიღეთ გეზი ნატოსკენ.

დე ფაქტო, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ თავსებადობა ჩრდილო ატლანტიკური კავშირის სტანდარტებთან. ისინი რეალურია უკრაინისთვის - რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში.

ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. ეს არის ჩრდილოატლანტიკური კავშირი.

დე ფაქტო. დღეს უკრაინა აცხადებს, რომ ის დე იურე გახდეს. ისე, რომ ჩვენი ვალდებულება დავიცვათ მთელი ჩვენი საზოგადოება. დაჩქარებული წესით.
ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ უკრაინის ნატოში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განცხადებაზე ხელმოწერი
თ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები