აფხაზეთის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება -  რა მოხდა ბათუმის მე-7 სკოლაში?

აფხაზეთის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება - რა მოხდა ბათუმის მე-7 სკოლაში?

30-09-2022, 02:55 - 2022
726
       

ბათუმის მე-7 სკოლაში დღეს ინციდენტი მოხდა, როგორც ადგილობრივი მედია TV25 ავრცელებდა ინფორმაციას, სკოლის მოსწავლემ რუსული დროშა ჩამოხია, რის გამოთაც გაკვეთილიდან გააძევეს.

ადგილობრივ მედიას აღნიშნული ინფორმაცია სკოლის დირექტორმაც დაუდასტურა. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორმა, შორენა ქონიაძემ ინციდენტის მთავარი დეტალი დამალა, სინამდვილეში, მოსწავლეს არა რუსეთის დროშა, არამედ აფხაზეთის დროშა ჩამოუხევია, რომელიც ცალკე სახელმწიფოდ იყო წარმოდგენილი.

მოსწავლეებმა მედიას სკოლის კედელზე განთავსებული სახელმწიფო სიმბოლოების ამსახველი სრული სურათი გაუგზავნეს. 

მოსწავლეები TV25-თან ყვებიან, რომ თანაკლასელის პროტესტი იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღიარა და აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ წარმოადგინა.

აქვე შეგახსენებთ, დროშის ჩამოხევის გამო, TV25-ის ცნობით, მოსწავლეს სასწავლო პროცესი დაატოვებინეს. დირექტორმა მოზარდის მშობელი დაიბარა და დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. შორენა ქონიაძემ მოსწავლის ქმედებაზე მშობელს უსაყვედურა, ბავშვს კი გაფრთხილება მისცა.



       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები