სანქცირებულთა რიგებს, შესაძლოა, ათონის მთის სასულიერო პირები მიემატონ.
ამის შესახებ ინფორმაცია ბერძნულ საიტებზე გავრცელდა. მედიის ინფორმაციით, სიაში გავლენიანი მღვდელმთავრები მოხვდნენ, რომლებიც კრემლისგან დაფინანსებას იღებდნენ და მათ იდეოლოგიას ათარებდნენ.
როგორც ცნობილია, საუბარია ვატიპედის, ზოგრაფის და პანტელეიმონ მკურნალის მონასტრებზე.
ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი, რამდენიმე დღის წინ, თბილისში იმყოფებოდა და საპატრიარქოში გამართა შეხვედრები.
აღსანიშნავია, რომ არქიმანდრიტი ეფრემი წლების წინ ფულის გათეთრების ბრალდებით ბერძნულ ციხეში სასჯელსაც იხდიდა.