საქართველო - რუსეთის საზღვართან, ლარსის საბაჟოზე, რუსეთის მხრიდან რუსული არმია გამოჩნდა.
ფაქტის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა ლარსის საბაჟოსთან რუსების კილომეტრიანი კოლონაა. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას ითხოვენ.