ირანში ინტერნეტის მიწოდება და სატელეფონო პროვაიდერების მუშაობა შეწყდა

ირანში ინტერნეტის მიწოდება და სატელეფონო პროვაიდერების მუშაობა შეწყდა

25-09-2022, 00:45 - 2022
511
       

ირანში ინტერნეტი გათიშეს. მანამდე, 22 სექტემბერს ქვეყანაში Instagram-სა და WhatsApp-ზე წვდომა შეზღუდეს, რაც ბოლო სოციალური ქსელები იყო, რომლებიც ქვეყანაში ფუნქციონირებდა.

გარდა ამისა, მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კავშირი ირანის მობილური ტელეფონის პროვაიდერმაც დაკარგა.

ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ კი SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ირანში Starlink-ების გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა. 

შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის უფლებადამცველი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. პროტესტი ირანის 20-ზე მეტმა ქალაქმა მოიცვა, ბოლო ინფორმაციით საპროტესტო აქციაზე მინიმუმ 31 ადამიანი დაიღუპა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები