რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 730-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 730-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

25-09-2022, 00:05 - 2022
431
       

რუსეთში, ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე, 32 ქალაქში 730-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას The guardian ავრცლებს.

გამოცემა წერს, რომ არსებული ინფორმაციით, მოსკოვში სამართალდამცველებმა დაახლოებით 336 ადამიანი დააკავეს, პეტერბურგში კი 122, ნოვოსიბირსკში - 70, ირკუტსკში - 20, იჟევსკში - 20, ტომსკში - 18, პერმში - 16, უფაში - 16, ვოლგოგრადში - 11, ვოლოგდაში - 10, ყაზანში - 7, ნიჟნი ნოვგოროდში - 6, ულან-უდეში - 6, ფსკოვში - 6, სარატოვში - 5, ეკატერინბურგში - 4, და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში არასანქცირებული აქციები კანონით აკრძალულია. მოსკოვსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები