BBC - საქართველოს საზღვარზე რუსული მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგები შეიქმნა

BBC - საქართველოს საზღვარზე რუსული მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგები შეიქმნა

23-09-2022, 00:59 - 2022
593
       

საქართველოს საზღვარზე მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგები შეიქმნა. 

ამის შესახებ ბრიტანული BBC-ი წერს.

მედიასაშუალების ცნობით, უკრაინაში საბრძოლველად სამხედრო გამოძახების ფონზე, მამაკაცები ცდილობდნენ ომს გაექცნენ.

ზოგიერთმა თვითმხილველმა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მანქანების რიგი დაახლოებით 5 კილომეტრის სიგრძის მქონედ შეაფასა, მაშინ როდესაც მეორე ჯგუფის თქმით, საზღვრის გადაკვეთას შვიდი საათი დასჭირდა“, - წერს BBC-ი.

როგორც ბრიტანული მედიასაშუალება აღნიშნავს, საქართველო ერთ-ერთია იმ მცირე მეზობელ ქვეყნებს შორის, სადაც რუსებს შესვლა უვიზოდ შეუძლიათ. 

ამასთან, BBC-ი იტყობინება, რომ სხვა მიმართულებებზე, როგორიცაა სტამბოლი, ბელგრადი ან დუბაი, საჰაერო გზით მოგზაურობისთვის ბილეთების ფასები სამხედრო გაწვევის გამოცხადებისთანავე მკვეთრად გაიზარდა, ზოგიერთი მიმართულება კი მთლიანად გაიყიდა.

ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები