რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 1 300-ზე მეტი პირი დააკავეს

რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 1 300-ზე მეტი პირი დააკავეს

22-09-2022, 15:50 - 2022
418
       

რუსეთის მასშტაბით ომის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის ოთხშაბათს 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ პოლიციამ დემონსტრანტები დაარბია. შეკრებილები სკანდირებდნენ „არა მობილიზაციას“. 

დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის OVD-Info-ს შუაღამის შემდეგ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პოლიციამ ოთხშაბათს დააკავა დემონსტრანტები რუსეთის 38 ქალაქში.

ჯგუფის სპიკერმა მარია კუზნეცოვამ CNN-თან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ მოსკოვის სულ მცირე ოთხი პოლიციის განყოფილებაში სპეცრაზმის მიერ დაკავებული რამდენიმე მომიტინგე პირდაპირ რუსეთის ჯარში გაიწვიეს.

მთავრობამ განაცხადა, რომ კანონპროექტზე უარის თქმისთვის სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები