„ჩვენ მოვკვდებით, მაგრამ დავიბრუნებთ ირანს“, - ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილებებს სხვადასხვა ქალაქებში, ცეცხლი წაუკიდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეები წვავენ მანქანებს და წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას.
ირანში საპროტესტო აქციები ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.
პროტესტი ირანის 20-ზე მეტმა ქალაქმა მოიცვა, ბოლო ინფორმაციით საპროტესტო აქციაზე მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა.