უცხოური მედიის ინფორმაციით, პუტინისა და შოიგუს საგანგებო ბრიფინგი გაუქმდა.
ერთ-ერთი ასეთი გამოცემა Russia Today-ია, რომელმაც პუტინის გამოსვლის ანონსი საერთოდ წაშალა.
ამის შესახებ ინფორმაცია კი უკრაინული მედიასაშუალებების ტელეგრამ-არხებში ვრცელდება.
რის შესახებ უნდა ესაუბრათ პუტინსა და შოიგუს, ცნობილი არ იყო. თუმცა რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, ღამის 12 საათის შემდეგ, 18-დან 65 წლამდე ასაკის ნებისმიერი მამაკაცისთვის რუსეთის ტერიტორიის დატოვება უნდა აეკრძალათ.
აგრეთვე მედიაში ვარაუდობდნენ, რომ პუტინი უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას კვალიფიკაციას შეუცვლიდა და მეზობელ ქვეყანას ომს გამოუცხადებდა.
აღსანიშნავია, რომ ბრიფინგი საღამოს განმავლობაში რამდენჯერმე გადაიდო. თავდაპირველად ის საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე იყო დაანონსებული, შემდეგ 21:00 საათისთვის გადაიდო, შემდეგ 22:00-სთვის, შემდეგ კი ანონსები საერთოდ გაქრა.