რამდენიმე წუთში რუსეთის პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგი უნდა გამართონ.
რის შესახებ ისაუბრებენ ვლადიმირ პუტინი და ვიქტორ შოიგუ, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, ღამის 12 საათის შემდეგ, რუსეთის ტერიტორიის დატოვება აეკრძალება 18-დან 65 წლამდე ასაკის ნებისმიერ მამაკაცს.
აგრეთვე ვარაუდობენ, რომ პუტინი უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას კვალიფიკაციას შეუცვლის და მეზობელ ქვეყანას ომს გამოუცხადებს. აღსანიშნავია, რომ ბრიფინგი უკვე ორჯერ გადაიდო. თავდაპირველად ის საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე იყო დაანონსებული, შემდეგ 21:00 საათისთვის გადაიდო და ამ დრომდე არ დაწყებულა.